ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲔᲑᲘ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში თქვენი გუნდის ცოდნისა და უნარების გაძლიერებისთვის
Privacy Logic Group გთავაზობთ ტრენინგებს რამდენიმე საკვანძო მიმართულებით:
Privacy Logic Group გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის, საქმიანობის სფეროსა თუ პროფესიის თავისებურებებზე მორგებულ ტრენინგებს. ჩვენი სწავლების მეთოდი აგებულია თეორიული ნაწილის კონტექსტურ გააზრებასა და პრაქტიკული მაგალითების დეტალურ განხილვაზე, ხოლო ტრენინგებს ატარებენ მონაცემთა დაცვის მაღალკვალიფიციური ექსპერტები მრავალწლიანი პრაქტიკული და საერთაშორისო გამოცდილებით.
თქვენს ინტერესებზე მორგებული შემოთავაზებისა და მეტი ინფორმაციის მისაღებად ჩანიშნე 15 წუთიანი უფასო ზარი
ნებისმიერ ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობა მიიღწევა მმართველი რგოლის აქტიური ჩართულობით. ტრენინგი დაეხმარება მმართველი რგოლის მენეჯერებს გააცნობიერონ საკითხის მნიშვნელობა, მათი როლი მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა თუ საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებაში და მონაცემთა არასწორა დ დამუშავებისაგან მომდინარე რისკები.
ტრენინგი მმართველი რგოლისათვის


მონაცემთა დაცვის ოფიცრებისათვის განკუთვნილი ტრენინგი მსმენელებს მისცემს საშუალებას დეტალურად გაეცნონ ქართული და ევროპული კანონმდებლობით მონაცემთა დაცვის ოფიცრისათვის დაკისრებულ როლსა და ფუნქციებს, პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით ისწავლონ მაგალითად როგორ ჩაატარონ მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასება (DPIA), როგორ შეიმუშაონ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ან როგორ წარმოადგინონ ორგანიზაცია მონაცემთა სუბიექტთან ან საზედამხედველო ორგანოსთან ურთიერთობაში.
ტრენინგი მონაცემთა დაცვის ოფიცრებისათვის
Privacy Logic Group გთავაზობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე როგორც ზოგად, ისე სპეციალიზებულ (მაგ. HR სპეციალისტებისთვის, ფინანსური მენეჯერებისთვის, იურისტებისთვის და ა.შ) ან კონკრეტული სფეროს პრობლემატიკას (მაგ. საბანკო, სამედიცინო, ფარმაცევტული, საგანამანათ ლებლო და ა.შ) მორგებული ტრენინგებს.
თემატური ტრენინგები
