ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
Privacy Logic Group (PLG) პირველი ქართული საკონსულტაციო სააგენტოა,
რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მუშაობს. ჩვენი მისიაა თქვენი პრობლემების აღმოჩენა, გაანალიზება და გადაჭრა ორგანიზაციის გამოცდილებასა და ექსპერტების პროფესიონალიზმზე დაყრდნობით.
2017 წლიდან დღემდე ჩვენ ვითანამშრომლეთ ტექნოლოგიების, საბანკო, კომუნიკაციისა და ჯანდაცვის სფეროს ლიდერ ბიზნეს ორგანიზაციებთან. დავნერგეთ და განვავითარეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, ჩავატარეთ შესაბამისობის აუდიტი, შევთავაზეთ შიდა-ორგანიზაციული და მონაცემთა დაცვის გარე ოფიცრის მომსახურება. აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთანაც. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით PLG უკვე მესამე წელია ახორციელებს სისტემატიზაციის პროცესს კენიის ოფისის მონაცემთა დაცვის კომისარატისთვის.
ჩვენი ექსპერტების სერტიფიცირების არეალი მოიცავს: - CIPP/E, ISACA (CGEIT, CISM, CISA), ISO 27001 (Information Security), ISO 9001 (Quality), and ISO 22301 (Business Continuity), რაც სერვისის მაღალი სტანდარტის გარანტიაა. მათი პორტფოლიო კი აერთიანებს თანამშრომლობას საერთაშორისო და ადგილობრივ, საჯარო და კერძო, ახლადშექმნილ და მსხვილ კომპანიებთან.
ჩვენ შეგვიძლია გაგიმარტივოთ ნავიგაცია მონაცემთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების სივრცეში, იმის მიუხედავად, რომელ სფეროსა თუ სექტორს წარმოადგენთ - მსხვილ ბიზნესს, სტარტაპს, საჯარო თუ მონაცემთა დაცვის ახლად დაარსებულ ორგანიზაციას.
ჩვენი გუნდი გთავაზობთ ყველა საჭირო სერვისს იმისთვის, რომ მოახდინოთ პრობლემების პრევენცია, გააუმჯობესოთ მონაცემთა დაცვის სტანდარტი და ეფექტიანად დაიცვათ ადგილობრივი თუ საერთაშორისო კანონმდებლობა.