ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲘ
წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, სასამართლოსთან თუ სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში.
შიდაორ განიზაციული დოკუმენტების შემუშავება
მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიღწევისა და მისი დემონსტრირებისათვის აუცილებელია ორგანიზაციას შემუშავებული ჰქონდეს შიდაორგანიზაციული წესები და პროცედურები. ორგანიზაციაში მონაცემთა დამუშავების მოსაწესრიგებლად საჭიროა ისეთ წესების შემუშავება, როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასების ანგარიში, პერსონალურ მონაცემებზე თანამშრომელთა წვდომის წესისა და დაშვების დონეების განსაზღვრა, მზა ჩანაწერების (Cookies) პოლიტიკა და ა.შ. ასევე, მნიშვნელოვანია სტანდარტული დოკუმენტების ფორმების შემუშავება (ხელშეკრულება მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებთან, თანხმობის ტექსტი, საჩივრის ფორმა და ა.შ). Privacy Logic Group გთავაზობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით თქვენი ორგანიზაციისთვის საჭირო დოკუმენტების იდენტიფიცირებას და მათ შემუშავებას, ასევე, ორგანიზაციაში უკვე არსებული დოკუმენტების განახლებასა და მათ მონაცემთა დაცვის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. ასევე, დაგეხმარებით, მონაცემთა დაცვის წესების ინტეგრირებაში უკვე არსებულ საოპერაციო პროცედურებში. გახსოვდეთ, რომ მონაცემთა დაცვის საკითხების კარგი შიდა რეგლამენტაცია და დოკუმენტირება თქვენს ანგარიშვალდებულებაზე მეტყველებს და პოზიტიურად განაწყობს როგორც მომხმარებელს ისე საზედამხედველო ორგანოს.


მონაცემთა დაცვის ოფიცერი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის თანახმად მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება აქვთ: საჯარო დაწესებულებებს, სადაზღვევო ორგანიზაციებს, კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, საკრედიტო ბიუროს, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებს, ავიაკომპანიებს, აეროპორტებს, სამედიცინო დაწესებულებებს აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელ და/ან დამუშავებაზე უფლებამოსილ იმ პირებს, რომლებიც ამუშავებენ დიდი რაოდენობით სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებენ მათი ქცევის სისტემურ და მასშტაბურ მონიტორინგს. მონაცემთა დაცვის ოფიცრის ამოცანების და ფუნქციების სრულფასოვნად შესასრულებლად საჭიროა მაღალკვალიფიციური და მონაცემთა დაცვის სპეციფიკაში ღრმად გარკვეული თანამშრომელი. ასეთი კომპეტენციის პროფესიონალების პოვნა ან გადამზადება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ორგანიზაციის უმეტესობისათვის შესაძლებელია უფრო მომგებიანი იყოს მონაცემთა დაცვის ოფიცრის გარე მომსახურებით სარგებლობა. მონაცემთა დაცვის გარე ოფიცერს, თქვენი ორგანიზაციის საქმეების მოწესრიგებისას ზურგს უმაგრებს Privacy Logic Group-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი საერთაშორისო თუ ადგილობრივი, მათ შორის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოში მუშაობის გამოცდილება. მისი სახით, თქვენს სამსახურშია არა მხოლოდ ერთი ადამიანის კომპეტენცია, არამედ მრავალმხრივი კომპეტენციის მქონე პროფესიონალთა გუნდის გამოცდილება, რომელსაც შეუძლია როგორც სამართლებრივი, ისე ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების გადაჭრა და მოგვარება.
საზედამხედველო ორგანოსთან და სასამართლოებთან წარმომადგენლობა
გთავაზობთ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, სახელმწიფო ორგანოებთან დ ა სასამართლოსთან ურთიერთობის წარმართვას, წარმომადგენლობას საქმისწარმოებისა და/ან სამართალწარმოების პროცესში.


მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შ ეფასება
პერსონალურ მონაცემთა ეფექტიანი დაცვა გულისხმობს მონაცემთა დაცვის სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების გატარებას, რაც შეიძლება იყოს მონაცემთა უსაფრთხოება, მათ შორის ფიზიკურ უსაფრთხოება, მონაცემებზე წვდომის კონტროლი, ორგანიზაციის შიგნით შესაბამისი როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა-გადანაწილება, გამოვლენილ რისკებზე რეაგირების წესი და ა.შ. შესაბამისი ზომების განსაზღვირს მიზნით ახალი კანონი მონაცეთა დამუშავების ზოგიერთი პროცესისთვის სავალდებულოდ განსაზღვრავს მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასებას. გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის ბიზნეს პროცესებიდან იმ პროცესების იდენტიფიცირებას, რომელიც ახალი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად სავალდებულოდ საჭიროების მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასებას. ასევე, ზეგავლენის შეფასების სტანდარტული პროცედურისა (მათ შორის განახლების პერიოდულობის) და ფორმის შედგენას, უშუალოდ ზეგავლენის შეფასების ჩატარებას/პროცესში მონაწილეობასა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებას.
